Monday, November 4, 2013

შერატონი - "შავი ზღვის კაშკაშა ვარსკვლავი"

პარიზის - ეიფელი, ლონდონის - ბიგ ბენი, ბათუმის - შერატონი... შერატონი ბათუმის სიმბოლო გახდა. ყველა დამსვენებელი ოცნებობს შერატონში გაატაროს ზაფხულის ცხელი დღეები, მაგრამ მოგეხსენებათ, ამის ფუფუნება მხოლოდ შეძლებულებს აქვთ.
შერატონ მეტეხი პალასი 5 ვარსკვლავიანი, უზარმაზარი, ძალიან კომფორტული სასტუმროა. შერატონი "შავი ზღვის კაშკაშა ვარსკვლავი გახლავთ".
სასტუმრო შერატონ ბათუმში 203 ოთახი და სუიტია, მათ შორის 21 სართულზე მდებარე 300 კვ. მეტრიანი პენთჰაუსი, საიდანაც
360 გრადუსით იშლება შავი ზღვის და ბათუმის ულამაზესი ხედები. ყველა ოთახი და სუიტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით და საგანგებოთ შერატონისათვის შექმნილი
სვით-სლიფერ საწოლებით.
შერატონს გააჩნია თავისი აუზი, სპა, ფიტნეს ცენტრი, რის საშუალებითაც კლიენტს შეუძლია დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს.
 750 კვადრატულ მეტრიანი შაინ სპა-შერატონის გამაჯანსაღებელი ცენტრი მოიცავს დახურულ და ღია აუზს, საუნას, ორთქლის ოთახს, არაჩვეულებრივ თურქულ აბანოსა და მასაჟის კაბინეტებს. აქ ყველაფერი, სასიამოვნო გარემოდან დაწყებული და გულთბილი მიღებით დამთავრებული, საგანგებოდაა შერჩეული თქვენთვის რათა განიტვირთოთ, დაისვენოთ და გაერთოთ, მოიხსნათ სტრესი და დაძაბულობა დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ.

როგორც იცით ფიტნესი და მოგზაურობა ურთიერთდაკავშირებულია, კორ პერფორმანსთან თანამშრომლობით კომპანიას შემუშავებული ქვს რჩეული ვარჯიშების პროგრამა, რომლის წყალობითაც მოგზაურობის დროსაც მუდამ ფორმაში და ენერგიით აღსავსენი იქნებით. კორ პერფორმანსის რჩევები ჯანსაღი ცხოვრების წესზე თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი 

No comments:

Post a Comment