Friday, November 8, 2013

ბათუმური სალოცავები




ბათუმური სალოცავები

ბათუმში ვხვდებით სხვადასხვა ეროვნების ხალხს, რომელთაც გააჩნიათ თავისებური ხედვა რელიგიის და კულტურის მიმართ.მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელ მოსახლეობას გასხვავებული აზრი გააჩნია, ბათუმს მაინც რჩება ტოლერანტული ქალაქის სახელი.

ქალაქში ვხვდებით სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს და არავინ ეწევა რელიგიურ დისკრიმინაციას. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბათუმში მდებარე სალოცავები: მართლმადიდებლური ტაძარი,სინაგოგა, მეჩეთი, პროტესტანტული სალოცავი, კათოლიკური და გრიგორიანული ეკლესია და სხვ.




ბათუმის სიონი
ბათუმში მცხოვრებ ევროპელ კათოლიკეთა თხოვნით და მათი საკონსულოების შუადგომლობით, 1897 წელს მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა.შენობა ნეო-გოთური სტილითაა აგებული და სამგუმბათიანია, გარე ნაწილი გოთიკური ჩუქურთმებითაა მორთული,მთავარი შესასვლელის ზემო ნაწილის მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულ ნიშებში წმინდა ნინოსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებები დგას.ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესია საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, აქ სხვადასხვა დროს განთავსებული იყო არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია. მოგვიანებით, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით შენობა გადაეცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 1989 წელს ტაძარი აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-.


წმ. ბარბარეს ეკლესია


წმინდა ბარბარეს ეკლესია რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იქ ადრე რუსული სამხედრო ჰოსპიტალი იდგა. მისი აღების შემდეგ ძველი ეკლესიის ნანგრევები აღმოჩნდა, რომლის რესტავრაციის შემდეგ კვლავ ამოქმედდა წმინდა ბარბარეს ეკლესია. ეკლესიის ირგვლივ ლამაზი სკვერია გაშენებული და იგი ზღვისპირა პარკს ესაზღვრება.




ბათუმის მეჩეთი ,,ორთა ჯამე”

ბათუმის მეჩეთი ,,ორთა ჯამე” 1886 წელს "ასლან-ბეგ" ხიმშიაშვილის დედის შესაწირი თანხით არის აგებული . იგი ორ მეჩეთს შორის იყო მოქცეული და სწორედ, აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდება. მეჩეთი ლაზი ძმების მიერ არის მოხატული.


შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სიუჟეტი ბათუმის სალოცავებზე

No comments:

Post a Comment